სიახლეები

სიახლეები

14 აგვისტო, 2018

მერია ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიას საკრებულოს განსახილველად მალე წარუდგენს

კონფერენციას, სადაც ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სტრატეგია განიხილეს, საჯარო მოხელეებთან ერთად დოკუმენტის შემუშავებაში ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ახალგაზრდული პოლიტიკის 10 წლიანი გეგმა შეიქმნა „სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ გათვალისწინებით.

აღნიშნული სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის მიზანიც 14 - დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდების განვითარებისთვის სრულფასოვანი გარემოს შექმნაა, დროში გაწერილ პროგრამებს, პროექტებსა და ღონისძიებებს მოიცავს. დოკუმენტის მომზადებისას გათვალისწინებული იქნა ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციის „ევროპის საბჭოს“ რეკომენდაციები.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, გორის მერმა კონფერენციაში მონაწილე ახალგაზრდები და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიიწვია. კონსტანტინე თავზარაშვილმა მათ 2017 – 2018 წლებში გორის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სერტიფიკატები გადასცა და წარმატებები უსურვა.

ღონისძიებები ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გაიმართა. მსოფლიო 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღეს 2000 წლიდან აღნიშნავს.

გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სტრატეგია (სამუშაო ვერსია)

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით