სიახლეები

სიახლეები

12 აგვისტო, 2018

შინდისში დაღუპილი გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის არენაზე ჩატარდა 2008 წლის საომარი მოქმედებების დროს შინდისში დაღუპული გმირების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური საერთაშორისო ტურნირი ქართულ ჭიდაობაში. ტურნირი საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და შეჯიბრის დაწყებამდე სტუმრებმა და მონაწილეებმა პატივი მიაგეს 2008 წლის 11 აგვისტოს გმირულად დაღუპილ სამხედროებს.

ტურნირში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის მოჭიდავეებმა, აგრეთვე ძიუდოისტებმა შვეიცარიიდან, გერმანიიდან და კვიპროსიდან, რომლებიც ამ დღეებში გორის ძიუდოს დარბაზში შეკრებაზე იმყოფებოდნენ. პირველობისათვის მოჭიდავეებმა ოთხ წონით კატეგორიაში იბრძოლეს.

ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტოს მიერ იყო ორგანიზებული. გამარჯვებულებს და პრიზიორებს გადაეცათ თასები, მედლები და ფულადი პრიზები. ტურნირს ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელები, ცნობილი სპორტსმენები და უკრაინელი სტუმრები.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით