სიახლეები

სიახლეები

08 აგვისტო, 2018

10 წელი აგვისტოს ომიდან

2008 წლის აგვისტოს უმძიმესი დღეები გვიან ღამით იმ მოედანზე გაიხსენეს, რომელიც 10 წლის წინ რუსული ავიაციის მიერ დაიბომბა. გორის ცენტრალურ მოედანზე, საქართველოს რუქის კონტურზე ადგილობრივებმა ერთად დგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ნიშნად, ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და კიდევ ერთხელ გაიხსენეს აგვისტოს ტრაგედია.

ომის თემაზე შექმნილი ფოტოწიგნის პრეზენტაცია და მასში შემავალი ფოტოების გამოფენა გაიმართა ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში. მწერალ სალომე ბენიძისა და ფოტოგრაფ დინა ოგანოვას ერთობლივი წიგნი “sHEROes” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ იმ ქალების ისტორიებით გვიამბობს, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და უფრო მეტიც - მონაწილეები არიან. გმირები კიდევ ერთხელ გვახსენებენ, რომ შეირაღებული კონფლიქტი მხოლოდ წარსულში დარჩენილი მოვლენა არაა და თუ როგორია ცხოვრება ომიდან ათი წლის შემდეგ - სოფლებში, სადაც ღამღამობით ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა.

10 წლისთავთან დაკავშირებით გორის ერისთავის თეატრში დოკუმენტური ფილმის „გორი, უახლესი ისტორია. 2008 წლის აგვისტო“ პრეზენტაციაც მოეწყო. გორელმა რეჟისორმა ოთო გვრიტიშვილმა ფილმი გორისა და ატენის მიტროპოლიტის ლოცვა - კურთხევით გადაიღო და ის აგვისტოს ომში სასულიერო პირების ღვაწლზე მოგვითხრობს. ფილმში 10 წლის წინ გადაღებული კადრებია გამოყენებული და მის პრეზენტაციას ფილმის გმირებიც ესწრებოდნენ.

დღესვე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, სოფელ აძვში, სასულიერო პირებმა ჯვარი აღმართეს. ჯვრის კურთხევა გორისა და ატენის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ინიციატივით, სოფელ აძვში სამების ტაძართან მოხდა. კურთხევას მრევლი, სინოდის მღვდელმსახურები და ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ჯვარი მავთულხლართების სიახლოვეს იმედისა და მშვიდობის სიმბოლოდ აღიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით