სიახლეები

სიახლეები

08 აგვისტო, 2018

ნაომარ ქალაქში გმირები გაიხსენეს

„ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლში დაბრუნების შესაძლებლობას. დევნილობაში გაიზარდა თაობები, რომლებიც არ კარგავენ საკუთარ სახლში დაბრუნებისა და აფხაზებთან და ოსებთან მშვიდობიანი თანაცხოვრების იმედს. საქართველოს ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს და ყველაფერს აკეთებს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე. ყველა უწყება, რომელიც ჩართულია კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობაში, მთავრობის კოორდინაციის ქვეშ ფაქტობრივად 24 საათიან რეჟიმში მუშაობს, რათა შესაძლებელი გახდეს ოკუპაციიდან და კონფლიქტიდან მომდინარე პრობლემებთან გამკლავება.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

2008 წლის აგვისტოს გმირებს გორში დილიდან იხსენებენ. ომში გარდაცვლილ სამხედრო და საერო პირთა მემორიალთან, გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ გმირების სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პანაშვიდის დაწყებამდე ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში მეუფე ანდრიამ, სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან ერთად, მიცვალებულთა ლიტურღია აღასრულა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს აგვისტოს ომში დაღუპული გმირების მემორიალები და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მათ ხსოვნას. ნაომარ ქალაქში დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებებია დაგეგმილი, რა დროსაც კიდევ ერთხელ გაიხსენებენ აგვისტოს მძიმე დღეებს და პატივს მიაგებენ გმირების ხსოვნას.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით