სიახლეები

სიახლეები

27 ივლისი, 2018

განცხადება მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო ანგარიშის შესახებ

განცხადება სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“-ს  მიერ დაგეგმილი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების  „ლეხურა (იგოეთის )-სვენეთის“ ახალი DN700 გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების საჯარო ანგარიშის შესახებ.

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების ლეხურა (იგოეთის)-სვენეთის“ ახალი DN700 გაზსადენის მშენებლობლობა და ექსპლუატაცია

საქმიანობის განმახორციელებელი: სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გორის და კასპის მუნიციპალიტეტები

დაგეგმილი საქმიანობის  სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:

• 2018 წელი, 6 აგვისტო 11:00 საათზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. ახალშენის სკოლის შენობა;

• 2018 წელი, 6 აგვისტო 13:00 საათზე გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. შავშვების ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

• 2018 წელი, 6 აგვისტო 15:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო რენეს სკოლის შენობა;

• 2018 წელი, 6 აგვისტო 17:00 საათზე, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სამთავისის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა.               

სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ „ლეხურა (იგოეთის )-სვენეთის“ ახალი DN700 გაზსადენის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ელექტრონულ ვერსია

დაგეგმილი საქმიანობის გზშ-ს ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ მიაწოდოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 20 აგვისტოსა, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ-გელოვანის გამზირი  N6; ელ. ფოსტა: eia@mepa.gov.ge 

სკოპინგის ანგარიში და შესაბამისი დეტალური ინფორმაცია დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე:

• საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი, ქ. თბილისი, გულუას ქ. N6; ტელ.: +995 (032) 237-80-38.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით