სიახლეები

სიახლეები

20 ივლისი, 2018

მეჯვრისხევში ახალი საბავშვო ბაგა - ბაღი აშენდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 2019 წელს ახალი, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული, 6 ჯგუფზე გათვლილი საბავშო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება. მშენებლობის დასრულებამდე კი ბაღის აღსაზრდელები სწავლას ალტერნატიულ ფართში გააგრძელებენ. მეჯვრისხევის ბაგა-ბაღი 1987 წელსაა აშენებული. ვიზუალური დათვალიერების შემდეგ, შენობას ჩაუტარდა ექსპერტიზა, რომლის დასკვნის საფუძველზეც, სწავლის დამთავრებამდე რამოდენიმე დღით ადრე, ბაღში სასწავლო პროცესი შეწყდა. ზაფხულის არდადეგების პერიოდში, მერია უზრუნველყოფს ალტერნატიული შენობის მოძიებასა და მოწყობას. ამ საკითხთან დაკავშირებით, დღეს ბაღის პედაგოგებსა და აღსაზრდელების მშობლებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი და სკოლამდელი აზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლიანა კოვზიაშვილი შეხვდნენ. „ბაღი ფუნქციონირებას არ შეწყვეტს და ახალი სასწავლო წლიდან ალტერნატიულ ფართში გააგრძელებს ფუნქციონირებას.“ - განაცხადა შეხვედრის დროს მერის მოადგილემ. ალტერნატიულ ფართში გააგრძელებენ სწავლას ზერტის საბავშვო ბაგა - ბაღის აღსაზრდელებიც. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ზერტის ბაგა - ბაღის შენობაც ავარიულ მდგომარეობაშია.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით