სიახლეები

სიახლეები

19 ივლისი, 2018

გორში კომპოზიტორის ჯემალ ბეგლარიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა

სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ფასადზე ჯემალ ბეგლარიშვილის მემორიალური დაფა მისმა შვილებმა გახსნეს.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კომპოზიტორის ოჯახის წევრები, მეგობრები, კოლეგები, ქალთა კაპელისა და გორის ბავშვთა გუნდის ხელმძღვანელები და წევრები ესწრებოდნენ.

გახსნის ცერემონიის დაწყებამდე, სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის საკონცერტო დარბაზში ქალთა კაპელამ და გორის ბავშვთა გუნდმა ჯემალ ბეგლარიშვილის ნაწარმოებები შეასრულეს.

ღონიძიება გორის მერიის დაფინანსებითა და „კულტურისა და ხელოვნების აღორძინების შიდა ქართლის ფონდის“ ორგანიზებით მოეწყო.

კომპოზიტორი 2017 წელს 77 ასაკში გარდაიცვალა. მან 1967 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია.

ჯემალ ბეგლარიშვილიმა პედაგოგიური მოღვაწეობა გორის სამუსიკო სასწავლებელში 1965 წლიდან დაიწყო. მას შექმნილი აქვს კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – სიმებიანი კვარტეტი, საბავშვო საფორტეპიანო პიესების ციკლი, ვოკალურ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – "ორი მონოლოგი" მთხრობელის, სოპრანოს, ვიოლონჩელოსა და ფორტეპიანოსათვის, "ფრესკები" ვოკალური ციკლი მეცო–სოპრანოს, ფორტეპიანოსა და ზანზალაკებისათვის, საგუნდო ნაწარმოებები – ქალთა გუნდისათვის ა–კაპელა, მუსიკა სპექტაკლებისათვის.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით