სიახლეები

სიახლეები

20 ივლისი, 2018

კვლევა გორის მუნიციპალიტეტში მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით

„მოქალაქის უფლება, მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივი საკითხების მართვაში დემოკრატიული მმართველობის ძირითადი პრინციპია. ხელისუფლების თითოეული შტო ვალდებულია, იქონიოს და განავითაროს საზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობის წახალისება ადგილობრივ დონეზე.“ - აღნიშნა გორის მერის პირველმა მოადგილემ გელა კაპანაძემ პრეზენტაციაზე.

შეხვედრას გორის მერის მოადგილეები, სამსახურის უფროსები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კვლევა გორის მუნიციპალიტეტის მუშაობაში მოქალაქეთა ჩართულობისა და თვითმართველობის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის დადგენისა და შეფასების მიზნით ქალაქ გორში და 12 სოფელში ჩატარდა.

გარდა კვლევის შედეგების პრეზენტაციისა, შეხვედრაზე საზოგადოება „ბილიკიმა“ და ,,ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანებამ“ რეკომენდაციებიც წარმოადგინეს.

კვლევა პროექტის „თვითმართველობის საზოგადოებასთან სიახლოვის მონიტორინგის“ ფარგლებში ჩატარდა.

პროექტი განხორციელდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" (2017 -2020) ფარგლებში. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით