სიახლეები

სიახლეები

16 ივლისი, 2018

მორიგი ლამაზი დღე შშმ პირებისთვის

ჯომარდობაში ჩემპიონატის შემდეგ, შშმ პირებისგან დაკომპლექტებული გუნდები გამარჯვებას მშვილდოსნობაში, პეინტბოლის ტურნირში და კულინარიულ დოელში შეეცადნენ.

პროექტი „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქია“, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული ინტეგრირებული აქტივობები მოეწყო, გორის მერიის თანადაფინანსებით განხორციელდა.

შეჯიბრებებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, გორის მუნიციპალიტეტის, ხონის მუნიციპალიტეტის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და პროექტის გენერალური სპონსორის "შანგრილას" გუნდები მონაწილეობდნენ.

გამარჯვება პეინტბოლსა და კულინარიული დუელში ვეტერანების, ხოლო მშვილდოსნობაში აფხაზეთის გუნდებმა მოიპოვეს.

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში „ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით გამართულ აქტივობებს, რომლის მასშტაბიც ყოველწლიურად ზრდება, ბორჯომმა უმასპინძლა.

პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიას“ საერთო ღირებულებამ 2 990 ლარი შეადგინა, რომელიც გორის მერიის „სპორტის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში 1 690 ლარით დაფინანსდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით