სიახლეები

სიახლეები

16 ივლისი, 2018

ჭრა-კერვის კურსები გორის მერიის დაფინანსებით

გორის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ჭრა-კერვა-მოდელირების მიმართულებით 25 დევნილი და სოციალურად დაუცველი ქალი გადამზადდება.

,,ნამდვილად მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან შრომის ბაზარზე მკერავებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა, განსაკუთრებით ჭირს სპეციალისტი, რომელსაც თანამედროვე მანქანა-დანადგარების მართვა შეუძლია. ამიტომ კერვის შემსწავლელი კურსის დაფინანსება მუნიციპალიტეტის მიერ დროულ და საჭირო საქმედ მიგვაჩნია.“ - აღნიშნეს გორის მერიის წარმომადგენლებმა პროექტის ბენეფიციარებთან შეხვედრისას.

სწავლის დასრულების შემდეგ 25-ვე ქალბატონს გადაეცემათ სერტიფიკატი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაბიჯი განვითარებისათვის“ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი (0-დან 100000 ქულამდე) და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ახორციელებს პროექტს „გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების გაძლიერება.“

პროექტის საერთო ღირებულება 6012 ლარია, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4720 ლარით ფინანსდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით