სიახლეები

სიახლეები

13 ივლისი, 2018

18 ივლისს გორი ,,ნონას თასს“ უმასპინძლებს

მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, რომელიც ბათუმის 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ერთ-ერთი მთავარი ჯილდოა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობს და ამჯერად ის გორში გამოიფინება. საზეიმო ღონისძიება გორის კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღში“ 18 ივლისს, 18:00 საათზე გაიმართება. ღონისძიება მოიცავს სახალისო ვიქტორინას, ქართული ჭადრაკისადმი მიძღვნილ გამოფენას და ერთობლივი თამაშის სეანსებს, რომელშიც მონაწილეობას მსურველებთან ერთად მიიღებენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი, 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გიორგი გიორგაძე, საჭადრაკო ოლიმპიადების 11-გზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი და მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი, ოლიმპიადების არაერთგზის გამარჯვებული ნანა იოსელიანი. საჭადრაკო ტურნირი ბათუმი 2018-„ნონას თასი“ 23 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით ქალაქ ბათუმში გაიმართება. ბათუმმა ოლიმპიადის მასპინძლობის უფლება 2014 წელს, ნორვეგიის ქალაქ ტრომსოში გამართულ ფიდე-ს გენერალურ ასამბლეაზე მოიპოვა. ,,ნონას თასი“ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ (FIDE) 1997 წელს დააწესა. 1998 წლის ოლიმპიადიდან დაწყებული თასი იმ ქვეყანას გადაეცემა, რომლის მამაკაცთა და ქალთა ნაკრები გუნდები ოლიმპიადაზე ჯამში ყველაზე მეტ ქულას დააგროვებენ. „ნონას თასი“ უკვე გამოიფინა 26 მაისს საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე, ასევე, თელავსა და რუსთავში.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით