სიახლეები

სიახლეები

12 ივლისი, 2018

გორში ნაგვის ურნების ახლით ჩანაცვლება მიმდინარეობს

ქალაქში 400-მდე ნაგვის ურნიდან, 350 ახლით ჩანაცვლდება. 

ძველი ურნები მოწესრიგდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების მიზნით გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადანაწილდება.

გორის მუნიციპალიტეტს აღნიშნული ნაგავშემკრები კონტეინერები მუნიციპალური განვითარების ფონდმა გადასცა. 

გარდა ამისა, გორის მერიამ 177 ერთეული ნაგვის ურნის შეძენის მიზნით უკვე გააფორმა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან შპს „ტაოსთან“. მას შემდეგ რაც აღნიშნული ორგანიზაცია მერიას შესყიდულ   საქონელს მიაწოდებს, ქალაქში დარჩენილი ძველი ურნებიც   ჩანაცვლდება ახლით. ქალაქში შეცვლილი და ახლადშეძენილი ნაგვის კონტეინერების დარჩენილი ნაწილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში გადანაწილდება. 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით