
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

11 ივლისი, 2018
„სოციალურ საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო“ მუშაობას გორის მერიის კოორდინაციით აგრძელებს.
მერიის ორგანიზებით გამართულ პირველ სხდომაზე, რომელიც 10 ივლისს გაიმართა, საბჭოს წევრებმა მუშაობის ერთწლიანი გეგმა განიხილეს, პასუხისმგებლობები გაინაწილეს და თავმჯდომარისა და მოადგილის კანდიდატურები წარადგინეს.
საბჭო, რომელიც მუნიციპალური სოციალური პროგრამებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით მერის ბრძანებით შეიქმნა, გორის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი უხელმძღვანელებს. ბრძანების მიხედვით სათათბირო ორგანო ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.
მერიამ საბჭოს ფუნქციონირების გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილება იმ პროექტის დასრულების შემდეგ მიიღო, რომლის ფარგლებშიც სათათბირო ორგანო შეიქმნა.
პროექტს, რომლის მიზანიც ადგილობრივ ხელისუფლებასა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა და სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება იყო, ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია PIN-ი ახორციელებდა.
ორი წლის განმავლობაში საბჭოს რეკომენდაციით „გორის მუნიციპალიტეტის სოციალური დახმარების გაცემის წესის“ 11 მუხლში ცვლილება განხორციელდა, ასევე შეიქმნა გორის მუნიციპალიტეტის სოციალური ჩართულობის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.