სიახლეები

სიახლეები

10 ივლისი, 2018

ვიზიტი პოლონეთში

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთან ზურაბ ყაჯრიშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში კონსტანტინე თავზარაშვილი და ზურაბ ყაჯრიშვილი ვარმინსკო-მაზურის რეგიონის ვიცე-გუბერნატორს ვიოლეტა შლონსკა ზისკს, ოჟიშის მუნიციპალიტეტის გამგებელს, პიშისა და გოლდაპის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

ოჟიშის მუნიციპალიტეტის გამგებელთან ზბიგნევ ვლოდკოვსკისთან შეხვედრისას მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე, რომლებსაც დაფინანსების მოპოვების მიზნით პოლონურ და ადგილობრივ ფონდებში წარადგენენ. პოლონური მხარე გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს სპორტსმენების გაცვლითი პროგრამისა და გორის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის აშენება-რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხების მოძიებაში დახმარებას დაპირდა. ოჟიში პოლონეთის სამხედრო დედაქალაქია. აქ 2006 წლიდან „ნატოს“ შტაბი და საწვრთნელი ბაზებია განლაგებული.

ვიზიტის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წევრები აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენლობასაც შეხვდნენ და შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ჩვენებას დაესწრნენ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს გორი-ოჟიშის თანამშრომლობის ფარგლებში, პოლონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დააფინანსებით, ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები პოლონეთში იმყოფებოდნენ.

მიმდინარე წელს, აღნიშნული პროექტის განხორციელების მზაობა ორივე მხარემ გამოთქვა. გარდა ამისა, გორის მუნიციპალიტეტის დელეგაციის წევრები, ოჟიშის დღეებთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებსაც დაესწრნენ. გოლდაპის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გორის მერს სოციალური საკითხების გაუმჯობესების მიზნით ხელშეწყობას დაპირდა.

კერძოდ, ანდჟეი ჩოლეკმა თავზარაშვილს მედიკოსებისა და სოციალური მუშაკების გადამზადების პროგრამის განხორციელება შესთავაზა. გოლდაპი სარეაბილიტაციო - გამაჯანსაღებელი ცენტრია როგორც ევროპის, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. პიშის მუნიციპალიტეტი დაინტერესდა გორის მუნიციპალიტეტში აგროტურიზმის განვითარების პერსპექტივებითა და ინვესტიციების განხორციელებით. გორის მუნიციპალიტეტის დელეგეცია პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით 4 დღით იმყოფებოდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 416,30 ლარი გამოიყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით