სიახლეები

სიახლეები

06 ივლისი, 2018

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში საინფორმაციო კამპანია იწყება

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ შესახებ მოსახლეობის ინფორმირება პროექტის პირველი ეტაპია, რომელიც 9 - დან 20 ივლისამდე გრძელდება.

კამპანიის ფარგლებში პირველი შეხვედრა კარალეთში 9 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2019 წელს განსახორცილებელი ინფრატრუქტურული პროექტების შერჩევის პროცესი, რომელიც ოქტომბერში სრულდება, ჯამში 5 ეტაპს მოიცავს.   საინფორმაციო კამპანიის შემდეგი ეტაპები ითვალისწინებს განაცხადებების შევსებას, ადგილობრივ ბიუჯეტში შესაბამისი თანხის გათვალისწინების მიზნით „სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს“ მიერ, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, პრიორიტეტული პროექტების შერჩევასა და მერისთვის გაცნობას.

სამოქალაქო ბიუჯეტისეფექტურად განხორციელების მიზნით მერის წარმომადგენლებს, პროექტის კოორდინატორებსა და მობილიზატორებს უკვე ჩაუტარდათ ტრენინგი

2019 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტს“ თვითმმართველობა 2 800 000 ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის 33 ადმინისტრაციული ერთეული 28 ზონად დაიყო. თითოეული  ზონისთვის გათვალისწინებულია 100 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში ხორციელდება უშუალოდ საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტებიადგილობრივი თვითმმართველობა პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ორი წელია ახორციელებს.

გასული წლებისგან განსხვავებით, ქალაქ გორთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობაც შეძლებს მომავალ წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევას.

პროგრამის საინფორმაციო კამპანიას აფინანსებს პოლონეთის საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი და  ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტო.“

 

თუ გსურთ თვითონ დაგეგმოთ თქვენ სოფელში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტები, გთხოვთ  მობრძანდით სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმილ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც გაიმართება შემდეგი გრაფიკით:

1.       კარალეთის  ადმინისტრაციული ერთეულიკარალეთის ადმინისტრაციული შენობა, 9 ივლისი, 12 : 00 სთ.  

2.       ატენის ა/ერთეულიატენის ადმინისტრაციული შენობა, 9 ივლისი,  16 : 00  სთ.

3.       ძევერის ა/ერთეულიძევერის ადმინისტრაციული შენობა, 10 ივლისი, 12 : 00  სთ

4.       ხიდისთავის ა/ერთეულიხიდისთავის კლუბი 10 ივლისი, 16 : 00  სთ

5.       ტყვიავის ა/ერთეულიტყვიავის იუსტიციის სახლი- 11 ივლისი, 12:00 სთ

6.       ქვახვრელის /ერთეულიქვახვრელის ადმინისტრაციული შენობა, 11 ივლ ისი 16:00 სთ

7.       კომბინატ კულტურის სახლი, მშვიდობის 12 ,  12 ივლისი, 17 : 00  სთ

8.       ახალუბნის /ერთეულიახალუბნის ადმინისტრაციული შენობა– 13 ივლისი,  12 : 00 სთ

 

დარჩენილ 20 ადმინისტრაციულ ერთეულში დაგეგმილი შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ეტაპობრივად გამოქვეყნდება.

 

გორის მუნიციპალიტეტის მერია.

საკონტაქტო პირი: მარტა ბიბილაშვილი, ტელ: 574 77 24 88;

 

 

 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით