სიახლეები

სიახლეები

04 ივლისი, 2018

გზის სარებილიტაციო სამუშაოები ხურვალეთში

ხურვალეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები გორის მერმა დაათვალიერა. ამ ეტაპზე ხორციელდება სანიაღვრე სისტემის მოწყობა. პროექტის ღირებულება 526 696 ლარს შეადგენს. სამუშაოებს შპს „იბოლია“ ახორციელებს.

ადგილობრივების განცხადებით, აღნიშნულ გზას ნახევარ საუკუნეზე მეტია რეაბილიტაცია არ ჩატარებია. პროექტი გზის 1187 მეტრიანი მონაკვეთის კაპიტალურ შეკეთებას, ორფენიანი ასფალტის საფარის, ახალი სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. გარდა გზისა, კონსტანტინე თავზარაშვილი ხურვალეთის სასმელი წყლის ჭაბურღილის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასაც გაეცნო.

ჭაბურღილმა, რომელიც სასმელი წყლით 80-მდე ოჯახს უზრუნველყოფს, ტექნიკური პრობლემის გამო მოულოდნელად შეწყვიტა მუშაობა. ამ წუთებში, 15-მდე საუბნო ონკანის საშუალებით ადგილობრივებს სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდებათ. გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპის „სასმელი წყლის სისტემების, წყალარინების, მელიორაციის, ჭაბურღილებისა და სატუმბო სადგურების სამსახურმა“ ხურვალეთის წყლის სატუმბ სადგურზე არსებული პრობლემის მოგვარება 24 საათში უზრუნველყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით