სიახლეები

სიახლეები

05 ივლისი, 2018

მერიის შენობას სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება

გორის მერიის შენობას სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება. პროექტი ითვალისწინებს პირველ სართულზე არსებული ადაპტირებული სველი წერტილის მოწესრიგებას, ხმის დახშობის მიზნით ერთ-ერთი სამუშაო ოთახის სარემონტო სამუშაოებს, ადმინისტრაციული შენობის შესასვლელისა და შიდა გეგმარებითი სტრუქტურის რეკონსტრუქციას.

სამუშაოებს, რომლის ღირებულებაც 10 057,48 ლარია, შპს „მოურავი“ აწარმოებს (იხილეთ მიმდინარე სამუშაოების შესყიდვის ბმული: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=267478&lang=ge).

„პროექტის ფარგლებში პირველ სართულზე რემონტდება ადაპტირებული საპირფარეშო. ასევე მიმდინარეობს შენობის გეგმარებითი სტრუქტურის შეცვლა. აღნიშნული სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სტრუქტურულმა ცვლილებებმა გამოიწვია, რაც ორი თვითმმართველობის გაერთიანებას მოჰყვა. გარდა ამისა, რეაბილიტაცია უტარდება შენობის ცენტრალურ შესასვლელს, სადაც ნალექის დროს წყალი ჩამოდიოდა. ჩემს სამუშაო ოთახში უკვე დასრულდა ხმის დახშობის მიზნით მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც შენობის მშენებლობისას არ იქნა გათვალიწინებული. საუბრის ხმა ისმოდა კაბინეტიდან მისაღებში და პირიქით. გარდა იმისა რომ მუშაობაში გვეშლებოდა ხელი, აღნიშნული ხშირად უხერხულობას უქმნიდა როგორ კაბინეტში, ასევე მისაღებში მყოფ ადამიანებს. განსაკუთრებული უხერხულობა შეინიშნებოდა მოქალაქეთა მიღების საათების მიმდინარეობისას.“ - აღნიშნავს გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით