სიახლეები

სიახლეები

05 ივლისი, 2018

შეხვედრა გედერული თანასწორობის საკითხებზე

გენდერული თანასწორობის საკითხებზე გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერიისა და საკრებულოს, მერიის ა(ა)იპებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მოეწყო გაეროს ქალთა ორგანიზაციის კვლევების პრეზენტაცია - ,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ საქართველოში“ და ბავშვთა ქორწინების და მავნე პრაქტიკის კვლევა“. ასევე, ისაუბრეს გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში მუნიციპალიტეტისა და სამოქალაქო საზოგადოების როლზე და გენდერული თანასწორობის შესახებ ადგილობრივი სამოქმედო გეგმების შესახებ.

შეხვედრას უძღვებოდნენ პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში სოფო ჯაფარიძე, გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მხარდამჭერი პროექტის ხელმძღვანელი პატრიცია როზა გარსია, ილიას უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ გურჩიანი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი მარი ჯობავა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით