სიახლეები

სიახლეები

29 ივნისი, 2018

ათეა-მ გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და ათ საპილოტე მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია თბილისში, სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინ თბილისში“ გაიმართა. ცერემონიასა და სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველიმა მოადგილემ გელა კაპანაძემ მიიღო. 
ღონისძიება, რომელსაც საქართველოს ათი მუნიციპალიტეტის მერი და ხელმძღვანელი პირები, ასევე ექსპერტები და მკვლევარები ესწრებოდნენ, ათეას აღმასრულებელმა დირექტორმა გახსნა. 
პროექტი გორის, ზუგდიდის, ლანჩხუთის, ახალციხის, ამბროლაურის, მცხეთის, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ასევე ბათუმისა და ქუთაისის თვითმმართველ ქალაქებში იმუშავებს.
პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევით ცენტრთან - PMC (საქართველო) და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALREG) თანამშრომლობით ახორციელებს. 
N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას.
აღნიშნული პროექტი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება.
საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ეხმარება წევრ მუნიციპალიტეტებს, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის შექმნაში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაინერგოს საქმიანობის შეფასების თანამედროვე ინსტრუმენტები. 
სასტუმროში ,,ჰოლიდეი ინ თბილისი“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, ასევე მოხსენებით წარდგნენ კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის CRRC - საქართველოს დირექტორი - კობა თურმანიძე, ექსპერტები - კახა გურგენიძე, ნინო ზურაბიშვილი, ვანო თავაძე და მკვლევარი - რატი შუბლაძე, რომლებმაც დამსწრე საზოგადოებას პროექტის - „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ ფარგლებში განხორციელებული მუშაობისა და კვლევის შედეგები წარუდგინეს.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, კვლევა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეთა ჩართულობის შესწავლას გულისხმობდა, საქართველოს თორმეტ მუნიციპალიტეტში ჩატარდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით