სიახლეები

სიახლეები

28 ივნისი, 2018

მხატვრებისა და ხალხური რეწვის ნამუშევრების გამოფენა უფლისციხეში

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში, გორის მუნიციპალიტეტში მოღვაწე მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს ტრადიციული ქართული ხელოვნების ნიმუშების ადგილზე შეძენის შესაძლებლობაც ჰქონდათ.

დამთვალიერებლები, მათ შორის უცხოელი ტურისტები ეცნობოდნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიას, ტრადიციასა და ხელოსნობას. გორის მუნიციპალიტეტში უფლიციხე ერთ-ერთი ტურისტული ობიექტია, რომელიც გამოირჩევა დამთვარიელებელთა სიმრავლით.

გამოფენის მიზანი იყო ჩვენი ქვეყნისა და ეროვნული პროდუქციის პოპულარიზაცია.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპის „ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების სააგენტოს“ ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით მოეწყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით