სიახლეები

სიახლეები

24 ივნისი, 2018

ქვემო ხვითში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ქარელის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი თოთლაძე და საკრებულოს წევრი ზურაბ ყაჯრიშვილი სოფელ ქვემო ხვითის მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივების თქმით, სოფელში ყველაზე დიდი პრობლემა სასმელი წყალი და მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურა იყო. სასმელი წყალი რამოდენიმე თვეა უკვე მოსახლეობას 24 საათიან რეჟიმში უპრობლემოდ მიეწოდება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია. რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე, გზის 1070 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს. „საგზაო სამმართველო N1“ ახორციელებს.

პროექტი, რომლის ღირებულება 661 970 ლარია, გორის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას ეს პრობლემა აღარ შეაწუხებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ხვითის საბავშვო ბაგა - ბაღიც დაათვალიერა, რომლის გახსნა ახალი სასწავლო წლისთვის იგეგმება. სოფელში ამბობენ, რომ ხვითში 25 წელზე მეტია ბაღი არ ფუნქციონირებს. საბავშვო ბაგა - ბაღის რეაბილიტაცია დასრულებულია და ხვითში სულ მალე ორჯგუფიანი ბაგა - ბაღი გაიხსნება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით