სიახლეები

სიახლეები

25 ივნისი, 2018

გორში "ტოლერანტობის თასი 2018" გათამაშდა

ტოლერანტობის კვირეულის ფარგლებში, გორში „ტოლერანტობის თასი 2018“ ფეხბურთში გათამაშდა. ტოლერანტობის თასის მოპოვება გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდმა შეძლო, რომელიც მოხალისე გოგონათა და ვაჟთა გუნდების წინააღმდეგ იბრძოდა.

თასის გათამაშება და მეგობრული მატჩი “ PITA-ს” - ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის ორგანიზებითა და გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. მეგობრულ მატჩს „USAID-ის“ , “ PITA-ს” , “unag-ის“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გორელ ამპუტანთა ფეხბურთის გუნდი საკამოად წარმატებულია , გუნდმა საქართველოს პირველობაზე არჩილ ტატუნაშვილის სახელობის თასიც მოიპოვა და მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. გორის მუნიციპალიტეტის მერია ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდს ყოველწლიურად 50 000 ლარით აფინანსებს. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით