სიახლეები

სიახლეები

21 ივნისი, 2018

პროგრამა ,,მომავლის თაობა"

ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზიაში პროგრამა „მომავლის თაობის“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. შეხვედრაზე შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის პარტნიორი სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საკლუბო და მცირე გრანტის პროექტების შესახებ.

ასევე, სამოქალაქო განათლების რეგიონალურმა კოორდინატორმა ლელა წურწუმიამ ისაუბრა რეგიონში სამოქალაქო განათლების პედაგოგთა პროფესიული განათლებისა და ფორუმის ფარგლებში მიმდინარე აქტივობების შესახებ. ღონისძიებას ესწრებოდა გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი, რომელიც მიესალმა და წარმატებები უსურვა პროგრამის მონაწილეებს. არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბილიკის" ხელმძღვანელმა მარიკა მღებრიშვილმა გორის მუნიციპალიტეტის მერიას თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

,,მომავლის თაობა“ სამოქალაქო განათლების პროგრამაა, რომელიც ხორციელდება ამერიკული ორგანიზაცია PH International-ის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

შიდა ქართლში პროგრამის რეგიონული პარტნიორია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ბილიკი“. პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და 230 სკოლას გაუწევს დახმარებას სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით. სკოლები მიიღებენ დამხმარე სახელმძღვანელოებს, იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, მხარდაჭერა სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნისათვის, მოსწავლეთა ხელშეწყობა სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში და სხვა საქმიანობა სამოქალაქო განათლების გაძლიერების მიზნით.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით