სიახლეები

სიახლეები

21 ივნისი, 2018

გიორგი კანდელაკის სახელობის მე-10 საერთაშორისო ტურნირი გაიხსნა

ამ წუთებში, ა(ა)იპ „გორის მუნიციპალტეტის სპორტის განვითარების და ხელშეწყობის სააგენტო“ გიორგი კანდელაკის სახელობის მე-10 საერთაშორისო ტურნირის მერვედფინალურ შეხვედრას მასპინძლობს.

ღონისძიების გახსნას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე. მათ ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს.

გარდა საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა, შეჯიბრებაში ლიეტუვას, ბელარუსის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ჭაბუკ მოკრივეთა გუნდები იღებენ მონაწილეობას.

მერვედფინალური, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური შეხვედრები 21–23 ივნისს ჩატარდება. 24 ივნისის, 12:00 საათზე დაიწყება ფინალური ორთაბრძოლები.

ტურნირი 13 წონით კატეგორიაში იმართება. გამარჯვებულებს თასები, მედლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცემათ.

ღონისძიების ორგანიზატორია ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო.

პროფესიონალი მოკრივე გიორგი კანდელაკი 1997 წელს დამოუკიდებელი საქართველოს პირველი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

1997 წლამდე, სპორტსმენმა მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული კრივში იუნიორებს შორის, გახდა ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის პრიზიორი, N2 მოკრივე 91 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო მოკრივეთა შორის, იყო მსოფლიო ჩემპიონი სუპერ-მძიმე წონაში, მსოფლიო ჩემპიონატის და ოლიმპიური თამაშების მონაწილე .

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით