სიახლეები

სიახლეები

21 ივნისი, 2018

შშმ პირების მონაწილეობით საქართველოს ჩემპიონატი ჯომარდობაში

პროექტი, რომლის ფარგლებშიც აღნიშნული შეჯიბრება მოეწყო, გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

გარდა აღნიშნული ჩემპინატისა, პროექტ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიას“ ფარგლებში, შშმ პირების მონაწილეობით კიდევ სამი აქტივობა გაიმართება.

ჯომარდობის ჩემპიონატში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ აფხაზეთის მთავრობის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საქართველოს მასშტაბით საგარეჯოს, გორის, ხაშურის, ბათუმის, ხულოს, თბილისის, ზუდგიდის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები შშმ პირებით დაკომპლექტებულმა გუნდები და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეები.

შეჯიბრებაში გამარჯვება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდმა მოიპოვა და გარდამავალმა თასმა ერთი წლით თბილისიდან ოზურგეთში გადაინაცვლა.

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში „ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით გამართულ ჩემპიონატს ბორჯომმა უმასპინძლა.

სპორტის ამ ექსტრემალურ სახეობაში ასპარეზობა შეუძლიათ, როგორც ტოტალურად უსინათლო, ასე ეტლით მოსარგებლე და ამპუტანტ შშმ პირებს.

შშმ პირების მონაწილეობით საქართველოს ჩემპინატი ჯომარდობაში 2012 წლიდან იმართება. აღსანიშნავია, რომ შეჯიბრების მასშტაბები ყოველწლიურად ზრდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით