სიახლეები

სიახლეები

20 ივნისი, 2018

გორში რვა სკვერის მოწყობა - რეაბილტაცია მიმდინარეობს

წმინდაწყლის დასახლებაში (ვოლოგდა - 2 სკვერი), სუხიშვილის (2 სკვერი), ყიფიანის, ტყვიავის, კაჩინსკისა და სტალინის ქუჩებზე სკვერების მოწყობა - რეაბილიტაცია „სამოქალაქი ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უშუალოდ ადგილობრივმა მოსახლეობამ მიიღო. 

ხელშეკრულებების მიხედვით სამი სკვერის (ტვიავის, კაჩინსკისა და სუხიშვილის ქუჩებზე) კეთილმოწყობის სამუშაოები ივნისის ბოლოს, ხოლო ხუთი სკვერისა (ვოლოგდის დასახლება, სუხიშვილის, სტალინის და ყიფიანის ქუჩებზე) ივლისის  ბოლოს უნდა დასრულდეს. 

წმინდაწყლის დასახლებაში (ვოლოგდა), სტალინის №5-ისა და  სუხიშვილის ქუჩების მიმდებარედ, სადაც ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები ხორციელდება, პროექტების მიხედვით სავალ ბილიკებზე იგება დეკორატიული ფილები, მონტაჟდება სკამები, ნაგვის ურნები, გარე განათება და ეწყობა მწვანე საფარი.

სკვერების მოწყობა - რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა 136 028 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით