
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

20 ივნისი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში შპს „კორდობა“ გეგმავს ავტოგასამართი სადგურის ნავთობპროდუქტის საცავის მოწყობას.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ობიექტის მოწყობისა და ექსპლუატაციისას გარემოზე ზემოქმედების საჭიროების დადგენის მიზნით განცხადებას ავრცელებს.
„დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ავტოგასამართი სადგურის ნავთობპროდუქტის საცავის მოწყობა და ექსპლუატაცია
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს “კორდობა“
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფელი ტყვიავი.
დაგეგმილი საქმიანობის სკრინინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ მიაწოდოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს არაუგვიანეს 2018 წლის 18 ივნისისა, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ელ.ფოსტა: eia@mepa.gov.ge“ - ნათქვამია განცხადებაში.
იხილეთ ლინკი: http://www.moe.gov.ge/ka/garemosdacvit-shepasebastan-dakavshirebuli-dokumentebi/skriningis-ganckhadeba/2018-06-19-goris-municipalitetis-sofel-tyviavshi