
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

19 ივნისი, 2018
კონსტანტინე თავზარაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, იაკობ ცაბაძეს, 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცა.
ასი და ასზე წელზე მეტი ასაკის უხუცესებისთვის წლის განმავლობაში ერთჯერად 1 000 ლარიან დახმარებას გორის მერიის სოციალური პროგრამა ითვალისწინებს.
იაკობ ცაბაძეს საიუბილეო თარიღი კონსტანტინე თავზარაშვილთან ერთად, ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგნლებმაც მიულოცეს.
დამსახურებულ მებრძოლს ვეტერანთა კავშირისგან ღირსების ორდენი და ფასიანი საჩუქრები გადაეცა.
გარდა ამისა, იოსებ ცაბაძემ, როგორც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამით გათვალისწინებული დახმარებებით უკვე ისარგებლა და მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით ჯამში 600 ლარი მიიღო. აღნიშნული მუნიციიპალური პროგრამა ვეტერანებისთვის წლის მანძილზე ერთჯერად ფულად დახმარებასა (300 ლარი) და ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ფულად ჯილდოს (300 ლარი) ითვალისწინებს.