სიახლეები

სიახლეები

19 ივნისი, 2018

ხელისუფლების წარმომადგენლები პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ

გორის მერი შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად ინფრასტრუქტრულ პროექტებს გაეცნო. კონსტანტინე თავზარაშვილმა და აკაკი მაჭუტაძემ მიმდინარე სამუშაოების დათვალიერება ციცაგიაანთკარიდან დაიწყეს, სადაც გზის რეაბილიტაცია ხორციელდება.

გორის მუნციიპალიტეტის სოფლების, სათემო - ციცაგიაანთკარი - ახრისის დამაკავშირებელი 5 826 მეტრიანი გზის მონაკვეთზე ასფალტო - ბეტონის დაგებას შპს „საგზაო სამმართველო №1“ სექტემბერში დაასრულებს. პროექტის ღირებულება 1 442 000 ლარია.

აღნიშნული გზის რეაბილიტაცია ათეული წლებია არ განხორციელებულა, რაც მოსახლეობას გადაადგილებისას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

ნინოშვილის ქუჩის რებილიტაციას შპს „შარა“ აწარმოებს. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 894 773 ლარია ოქტომბერში დასრულდება. ქუჩის სრული რეაბილიტაცია წლებია არ განხორციელებულა. დაზიანებული გზის საფარის გამო, გადაადგილება უჭირდა როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ასევე ფეხით მოსიარულეებს.

სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნის და სტალინის ქუჩის 158 მეტრიანი მონაკვეთის (სამხატვრო სკოლის მიმდებარე მოედნიდან ქუთაისის ქუჩამდე) გზის საფარის, საფეხმავლოებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 15 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხორციელდება ასევე კახნიაშვილის ქუჩის 347 მეტრიანი ქუჩის წყალანარინების სისტემის მოწყობა-რეაბილიტაცია.

პროექტის ღირებულება 712 ათას ლარს შეადგენს. სამუშაობს შპს „იბოლია“ აწარმოებს.

მიმდინარე პროექტები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით