სიახლეები

სიახლეები

19 ივნისი, 2018

2019 წელს პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტი“ სოფლებშიც განხორციელდება

მიმდინარე წელს, ქალაქ გორთან ერთად, მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობაც შეძლებს პროგრამა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2019 წელს განსახორციელებელი პროექტების ინიცირებას.

მუნიციპალიტეტში  პროგრამის ეფექტურად განხორციელების მიზნით მერის წარმომადგენლებს, პროექტის კოორდინატორებსა და მობილიზატორებს ოთხ დღიანი ტრენინგი დასრულდა.

ტრენინგის მიზანი იყო იმ ადამიანების გადამზადება, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ  სამოქალაქო ბიუჯეტის განხორციელებაში.

სახელწოდებით „მუნიციპალიტეტის კოორდინატორთა და მობილიზატორთა ტრენინგი",  პროექტ „სამოქალაქო ბიუჯეტი, როგორც თვითმმართველობის განვითარების ინსტრუმენტი საქართველოში"-ს ფარგლებში ჩატარდა.

ტრენინგს უძღვებოდნენ გამოცდილი საერთაშორისო ტრენერი და ფასილიტატორი - ვიტეკ ხებანოვსკი (ფონდი სხვა სივრცე, პოლონეთი) და პოლინა ვეტროვა (არქიტექტორი, დამფუძნებელი ასოციაციისა «Гадяч дружній»- მეგრობრული გადიაჩი).

პროექტს ახორციელებს საერთაშორისო სოლიდარობის ფონდი (პოლონეთი), ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოსა“ და ფონდი "სხვა სივრცის" პარტნიორობით.

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ მიზანია თანამონაწილეობითი მექანიზმების დანერგვა ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება უშუალოდ საზოგადოების მიერ ინიცირებული პროექტები.

ადგილობრივი თვითმმართველობა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს უკვე ორი წელია ახორციელებს. პროგრამის განხორციელება ქალაქ გორში 2016 წელს დაიწყო. მერის წარმომადგენლების დახმარებით, მოქალაქეებმა თვითონ დაგეგმეს მათ უბნებში 2017 და 2018 წელს განსახორციელებელი პროექტები.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით