
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

18 ივნისი, 2018
გორის მერმა ცოტნე შერმადინსა და იოსებ ვანიშვილს „ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-10 საერთაშორისო გამოფენაზე“ მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა.
მიმდინარე წლის 14 ივნისს, გამოფენაზე, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი ორივე მეღვინის მარანში წარმოებულმა სასმელებმა მოწონება დაიმსახურეს.
„მეღვინეობა შერმადინის“ ღვინობმა „შერმადინის მწვანე 2016“ და „შერმადინის საფერავი 2017“ ჟიურიმ ვერცხლის მედლებით დააჯილდოა. ჟიური დაკომპლექტებული იყო სხვადასხვა ქვეყანაში ღვინის სფეროში მოღვაწე სპეციალისტებითა და ჟურნალისტებით.
რაც შეეხება იოსებ ვანიშვილის მიერ წარმოებულ ღვინოს, მისი რეალიზაცია განხორცილდება აშშ-ში.
ცოტნე შერმადინისა და იოსებ ვანიშვილის მარნები წარმოადგენს საოჯახო მეღვინეობას, რომელიც ორიენტირებულია ორგანული ქვევრის ღვინის წარმოებაზე. გორის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე თოთხმეტზე მეტი მოქმედი ღვინის მარანია. საოჯახო მარნების მშენებლობა ხელს უწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია ადგილობრივი ღვინის პოპულარიზაციისთვის.
მეღვინებთან შეხვედრა ა(ა)იპ ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.
გამოფენას”მთაწმინდის პარკმა” უმასპინძლა, სადაც 200-ზე მეტმა მცირე და დიდი ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ 2017 წლის მოსავლის ღვინოები წარმოადგენა.
ღონისძიბის მხარდამჭერები იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტო და თბილისის მერია.