სიახლეები

სიახლეები

13 ივნისი, 2018

ტიხრული მინანქრის შემსწავლელი კურსი შშმ პირებისთვის

გორის მუნიციპალიტეტის მერია შშმ პირებს ტიხრული მინანქრის შემსწავლელ კურსს უფინანსებს. სწავლების პროცესს დღეს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და  მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი დაესწრნენ.

პროექტში, რომლის სახელწოდებაა ,,შშმ ახალგაზრდების გადამზადება ტიხრულ მინანქარში“,  ჩართულია გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები არასრული განათლების მქონე 7 ახალგაზრდა, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბაზაზე არსებულ ადაპტირებულ სახელოსნოში დახელოვნდნენ ტიხრული მინანქრის პროფესიაში.

პროექტი ემსახურება შშმ ახალგაზრდების პროფესიული განათლების რეალიზებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.

პროექტი ინიცირებულია ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ მიერ, რომელიც  2008 წლიდან მუშაობს შშმ ახალგაზრდების პრობლემებზე და მათი დასახმარებლად ადვოკატირებას ახორციელებს.

პროექტის საერთო ღირებულებაა 7250 ლარი, საიდანაც კულტურული პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში 5000 ლარს მერია აფინანსებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით