სიახლეები

სიახლეები

12 ივნისი, 2018

სპორტის განვითრების მიზნით შექმნილი დოკუმენტების პრეზენტაცია

გორში " „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტისა და მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობისა და განვითარების სტრატეგიის" პრეზენტაცია გაიმართა.

შეხვედრას კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ.

მათი განცხადებით, დოკუმენტებით გათვალისწინებული რეგულაციების ამოქმედების შემდეგ, მნიშვნელოვანად გაიზრდება სპორტის ხელმისწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას.

აღნიშნულ დოკუმენტებზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად მუშაობს. მუშაობის პროცესში საქართველოს რეგიონებში იმართება საჯარო კონსულტაციები ყველა დაინტერესებულ მხარესთან და მიზნობრივ ჯგუფთან.

დოკუმენტებზე მუშაობა 2018 წლის ბოლოს დასრულდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით