სიახლეები

სიახლეები

12 ივნისი, 2018

ხვალ ფეხბურთის ტურნირის "გორის თასის" გამარჯვებული გამოვლინდება

12 ივნისს ფეხბურთის ტურნირის "გორის თასი 2018" - ის გამარჯვებული გამოვლინდება.

პირველი საპრიზო ადგილისთვის ქალაქ გორის ერთ-ერთი დასახლების - კომბინატისა და სოფელ მეჯვრისხევის ფეხბურთის გუნდები იბრძოლებენ. მატჩი თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 18:30 საათზე დაიწყება.

ამავე სტადიონზე, ფინალამდე, მესამე ადგილისთვის მოსაპოვებლად ერთმანეთს გორის მერიისა და სოფელ ტყვიავის გუნდები შეეჯიბრებიან. თამაში 17:30 საათზე დაიწყება.

გარდა საპრიზო ადგილების მფლობელი გუნდებისა, გამოვლინდებიან სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული ფეხბურთელებიც. საუკეთესო ფეხბურთელს, ბომბარდირსა და მეკარეს გადაეცემათ თასები, მედლები და სპეციალური პრიზები.

შეჯიბრებაში, რომელიც ოლიმპიური სისტემით ტარდებოდა, 26 ფეხბურთის გუნდი ჩაერთო.

ტურნირი გორის მერიისა და ა(ა)იპ „სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს“ ორგანიზებითადა ხელშეწყობით გაიმართა. მისი ინიციატორები იყვნენ მაჟორიტარი დეპუტატები თენგიზ ხუბულური და იოსებ მაკრახიძე.

აქტივობა ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტის პოპულარიზაციის მიზნით დაიგეგმა.

მატჩებზე დასწრება თავისუფალია.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით