სიახლეები

სიახლეები

11 ივნისი, 2018

სადგურის საბავშვო ბაღის მშენებლობა მალე გაგრძელდება

გორის მერიამ, საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულების მიზნით  სამუშაოების შესყიდვაზე, ტენდერი დღეს გამოაცხადა. ტენდერის პირობების მიხედვით, გამარჯვებუილმა კომპანიამ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.

პროექტი, რომლის სატენდერო ღირებულებაც  454 450 ლარია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელედება. 

ბაღის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამშენებლო კომპანიამ ვერ შეძლო  აღებული ვალდებულებების შესრულება. კანონმდებლობის საფუძველზე,  გორის მერია იძულებული გახდა შეეწყვიტა მასთან ხელშეკრულება.სადგურის დასახლებაში დაახლოებით ორი ათეული წელია საბავშვო ბაღი აღარ ფუნქციონირებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ,  ბავშვებს სკოლამდელი განათლების მისაღებად აღარ მოუწევთ, საკმაოდ შორს, ქალაქის სხვა უბნებში მდებარე სააღმზრდელო დაწესებულებებში სიარული. საბავშვო ბაღში სკოლამდელი განათლების მიღებას 100-ზე მეტი ბავშვი შეძლებს.

ამჟამად ქალაქ გორში 18 საბავშვო ბაღი 3 220 აღსაზრდელს ემსახურება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით