
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

11 ივნისი, 2018
უხვი ნალექის შედეგად მოვარდნილმა წყალმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში 12 საცხოვრებელი სახლის ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები დატბორა. სამაშველო სამსხურის თანამშრომლებმა წყლის ამოტუმბვა გვიან ღამით დაასრულეს. ადგილზე იმყოფებოდნენ შიდა ქართლის რწმუნებული - გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე, გორის ვიცე მერი გელა კაპანაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. სოფელში ძლიერ წვიმასთან ერთად სეტყვაც მოვიდა და ნათესები დააზიანა. დაისეტყვა სოფელი ახალუბანიც. დილიდან მეჯვრისხევში ზარალის შემსწავლელი კომისია იმუშავებს.