სიახლეები

სიახლეები

11 ივნისი, 2018

ანიმაციური ფილმების ვორქშოპი გორში

გორში ანიმაციური ფილმების ფესტივალის „თოფუზის“ ფარგლებში ვორქშოპი „ანიმაცია ურთიერთობის მხატვრული ფორმა“ გაიმართა. ვორქშოპზე ხატვის ნიჭით დაჯილდოებული გორელი პატარები ანიმაციის შექმნის პროცესს გაეცვნენ და პროფესიონალ ანიმატორებთან ერთად მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმიც შექმნეს.

1 წუთიანი ანიმაციური ფილმის ავტორები „თოფუზის“ მთავარ ღონისძიებაშიც მიიღებენ მონაწილეობას და ბათუმში გამართულ საკონკურსო პროგრამაზე საკუთარი ფილმით წარსდგებიან მაყურებლის წინაშე. ანიმაციური ფილმების ფესტივალი „თოფუზი “ ანიმაციის განვითარების ფონდის ორგანიზებით უკვე მეათედ იმართება. მიმდინარე წელს ვორქშოპების ჩატარება საქართველოს 25 რეგიონშია დაგეგმილი. მთავარი საკონკურსო ღონისძიება ბათუმში ოქტომბრის თვეში გაიმართება. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით