სიახლეები

სიახლეები

07 ივნისი, 2018

მდგრადი ენერგეტიკის დღე გორში

7 ივნისს გორის მერიის ყველა თანამშრომელმა სიმბოლურად უარი თქვა ავტომობილით სარგებლობაზე.

„მდგრადი ენერგეტიკის დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებები კულტურისა და დასვენების პარკ „ახალბაღში“15:00 საათიდან დაიწყო.

პარკში გამოფენილი იყო ანა ფერაძის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების თემატური ნამუშევრები. მოზარდებისთვის მოეწყო ველო, ხოლო 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ავტომობილებით (12 ვოლტიანი) რბოლა. ავტომობილები ადაპტირებული იყო და აქტივობაში მონაწილეობა სპეციალური შესაძლებლობის მქონე პატარებმაც შეძლეს. გაიმართა კონცერტიც. შეჯიბრებებში მონაწილე ბავშვებს შესაბამისი სერტიფიკატები გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა გადასცა. მიმდინარე აქტივობების პარალელურად, გორის მერიის თანამშრომლები პარკში შეკრებილ მოქალაქეებს მდგრადი განვითარების მნიშვნელობის შესახებ აწვდიდნენ ინფორმაციას. გარდა ამისა ამ დღესთან დაკავშირებით, პარკში შეკრებილ პატარებს უფასოდ დაურიგდათ ნაყინი.

ღონისძიებები მერების შეთანხმების ხელმომწერი ქალაქის გორის მერიისა, მერების შეთანხმების ოფიციალური მხარდამჭერის „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა“ და სამოქალქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის „PITA“ - ს მხარდაჭერით გაიმართა.

მდგრადი განვითარება გულისხმობს ეკონომიკური ზრდის ისეთ ფორმას, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების კეთილდღეობას მოკლე, საშუალო და რაც მთავარია, ხანგრძლივი ვადით.

გორში, ისევე როგორც მერების შეთანხმების ხელმომწერ საქართველოს 7 ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, ზუგდიდი, თელავი და ახალციხე), დაინერგა ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიები, რაც ეხმარება მათ შეთანხმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაში. შეთანხმების მიხედვით, რვავე ქალაქის ტერიტორიაზე 2020 წლისთვის სუფთა ენერგოტექნოლოგიების გამოყენებით ნახშირორჟანგის (CO2) ემისია უნდა შემცირდეს 20%-ით.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით