სიახლეები

სიახლეები

02 ივნისი, 2018

ინტელექტუალური თამაში სკოლებს შორის

შეჯიბრებაში გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები მონაწილეობდნენ.

თამაშის შედეგად გამოვლინდა სამი საპრიზო ადგილის მფლობელი გუნდი. გამარჯვება კარალეთის №1 სკოლის გუნდს ერგო. მეორე და მესამე საპროზო ადგილები ყელქცეულისა და დიცის სკოლებმა გაინაწილეს. პრიზიორ გუნდებს ფასიანი საჩუქრები და სერტიფიკატები გადაეცათ.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ევრორეგიონალური უნივერსიტეტის ხელშეწყობითა და გორის ინტელექტუალურ კლუბის „რა? სად? როდის?“ ორგანიზებით გაიმართა. აქტივობის მხარდამჭერი იყო სამოქალქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა „PITA“.

ინტელექტუალური თამაში ახალგაზრდებში ინტელექტის ამაღლების ხელშეწყობასა და განათლების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით