სიახლეები

სიახლეები

04 ივნისი, 2018

მუნიციპალური პირველობა მინიფეხბურთში

გორის მუნიციპალიტეტის პირველობა მინიფეხბურთში ადმინისტრაციული  ერთეულების გუნდებს შორის   2 ივნისს დაიწყო.

ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები თენგიზ ხუბულური და იოსებ მაკრახიძე, ასევე, გორის მუნიციპალიტეტის მერია, ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო“ და ა(ა)იპ ,,გორის მუნიციპალიტეტის ფეხბურთის კლუბი ,,გორი“.

ტურნირის საპრიზო ფონდია 3000 ლარი: I ადგილი  -1200 ლარი, II  ადგილი - 1000 ლარი, III ადგილი - 800 ლარი.

ტურნირი ოლიმპიური სისტემით იმართება. მასში თავდაპირველად ჩაება 26 გუნდი, რომელ აგან მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ: კომბინატი, წმინდა წყლის,  ვარიანი, ტყვიავი, ძევერის, ტირძნისი, მეჯვრისხევი, ბერბუკი, ახალუბნი, ატენი, სკრის, გორის ცენტრისა და  მერიის გუნდები. ამ გუნდებთან ერთად დამარცხებული გუნდებიდან, დებულების თანახმად, მერვედფინალის საგზური მოიპოვეს მერეთისა  და ზეღდულეთის გუნდებმა.

მერვედფინალური ეტაპის მატჩები 5–6 ივნისს, ხოლ ფინალური შეხვედრა  12 ივნისს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

 

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით