სიახლეები

სიახლეები

18 მაისი, 2018

სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტები დაიწყო

სამოქალაქო ბიუჯეტით დაგეგმილი პროექტების განხორციელება დაიწყო.
ერთ-ერთი პირველი პროექტი, რომელიც ადგილობრივმა მოსახლეობამ გასულ წელს დაგეგმა და მიმდინარე წლის ბიუჯეტით უნდა განხორციელდეს, კომბინატის დასახლებაში, გორგასლის №№5, 6 და 7 კორპუსების მიმდებარედ სპორტული მოედნის მოწყობაა. 
პროექტით დაგეგმილი ფეხბურთისა და კალათბურთის მოედანზე სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა. 
სამშენებლო სამუშაოებს, რომლის ღირებულება 44 000 ლარია, შპს ,,ალონისი“ ასრულებს. მოედნის მშენებლობა ივნისის შუა რიცხვებში უნდა დასრულდეს.
სამოქალაქო ბიუჯეტირების შედეგად, 2018 წლის განმავლობაში, გორში მოსახლეობის მიერ 2017 წელს ინიცირებული 10 პროექტი განხორციელდება, მათ შორის: სოხუმის ქუჩის რეაბილიტაცია; სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია სტალინის გამზირზე #5 და #7 კორპუსების, ყოფიანის #52-ის, შინდისის #32-ის, ვოლოგდის დასახლების, კაჩინსკისა და მუსხელიშვილის ქუჩების მიმდებარედ; ნადირაძის ქუჩის ტროტუარის მოწყობა, სამეფო ქუჩის სანიაღვრის რეაბილიტაცია და ვერხვების დევნილთა დასახლების სასაფლაოს შემოღობვა.
აღნიშნული პროექტების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 450 000 ლარი დაიხარჯება. 
სამოქალაქო ბიუჯეტირება ქალაქ გორში 2016 წლიდან ხორციელდება. მოქალაქეები თვითონ გეგმავენ მათ უბნებში მომავალ წელს განსახორციელებელ პროექტებს. 
სამოქალაქო ბიუჯეტის ჩამოყალიბების პროცესი საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში, მათ შორის, გორის მუნიციპალიტეტში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სხვა სივრცისა“ (პოლონეთი) და მისი პარტნიორების: მარნეულის მუნიციპალიტეტის, საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის, ა(ა)იპ „ერთიანი კავკასიის“, ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის ქართული კომიტეტის, რეგიონალური უსაფრთხოების კავკასიის ინსტიტუტისა და ქალაქ ვარშავის მერიის სოციალური კომუნიკაციის ცენტრის პროგრამული მხარდაჭერით მიმდინარეობს. პროექტის მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით