სიახლეები

სიახლეები

14 მაისი, 2018

,,ევროპის დღეები 2018" გრძელდება

ღონისძიების ფარგლებში ამხანაგური შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გუნდებს შორის ფეხბურთში ახალბაღის მინისტადიონზე გაიმართა. 
თამაშს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილიც დაესწრო, რომელმაც მოედანზე პირველი დარტყმა განახორციელა. სიმბოლური შეჯიბრება ევროკავშირის გუნდის უპირატესობით ანგარიშით 4:1 დასრულდა. გამარჯვებულ გუნდს თასი და სიგელი გადაეცა. 
კვირეული გორის კულტურის ცენტრში გამართული საზეიმო კონცერტით გაგრძელდა, რომელსაც წინ უძღოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს შნეიდერი და მისი კოლეგების მცირე მოხსენება მისიის შესახებ და ინტელექტუალური ვიქტორინა დამსწრე სტუდენტებისა და მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის. ვიქტორინაში მონაწილე საუკეთესო და აქტიურ მონაწილეებს გადაეცათ საჩუქრები. 
კულტურის ცენტრში კონცერტის პარალელურად მოეწყო ნახატების გამოფენა, სად აც ევროკავშირში შემავალი ქვეყნების ღირშესანიშნაობები იყო წარმოდგენილი. 
ევროპის დღეების აღნიშვნა გორში 2 მაისს დაიწყო. ღონისძიების ფარგლებში არაერთი ღონიძიება გაიმართა, მათ შორის: ჭადრაკის, კალათბურთისა და ფრენბურთის ტურნირები, კლასიკური მუსიკის კონცერტი, ტურისტული ,,ჯიპ-ტურის“ პრეზენტაცია, სამხატვრო გამოფენა და ახლადრეაბილიტირებული ერეკლეს აბანოს გახსნა, ფილმის ჩვენება, სკაუტური მოძრაობის აქტივობები და სხვა. 
ევროპის დღეები გორში 22 მაისამდე გაგრძელდება. კვირეულის ფარგლებში გაიმართება სპორტული ღონისძიებები, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და მხატვრული აქტივობები.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით