სიახლეები

სიახლეები

11 მაისი, 2018

სკაუტების შეჯიბრება „ევროპის დღეები 2018-ის“ფარგლებში

„ჩემი ევროპული თავგადასავალი“ – ასე ერქვა სკაუტების თამაშს, რომლიც „ევროპის დღეები 2018“ - ის ფარგლებში გორში გაიმართა.

ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობას საჯარო სკოლების მოსწავლეები იღებდნენ, კულტურისა და დასვენების პარკმა „ახალბაღმა“ უმასპინძლა.

პარკის ტერიტორიაზე განლაგებული იყო ე.წ. „სადგურები“, სადაც ბავშვებს შემეცნებითი, საგანმანათლებლო, გასართობი და სხვა სახის დაბრკოლებები უნდა გადაელახათ. კითხვები ევროპასთან და ევროკავშირთან დაკავშირებით ახალგაზრდების ცოდნის გამოვლენას ისახავდა მიზნად.

გამარჯვებისთვის გუნდს ევროკავშირის დროშის გამოსახვისთვის საჭირო ვარსკვლავების სრული რაოდენობა უნდა დაეგროვებინა.

„ევროპული თავგადასავალის“ გამარჯვებული, გორის მე-11 საჯარო სკოლის გუნდი სკაუტების ბანაკში გაემგზავრება.

დაჯილდოებას საქართველოს პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, გაეროს განვითარების ფონდის და საქართველოს სკაუტური მოძრაობის (სსმო) ორგანიზებითა და გორის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით