სიახლეები

სიახლეები

11 მაისი, 2018

ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობის პროგრამის განხილვა

გორის მერიის ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობის პროგრამას „სტუდენტური იდეების კლუბის" წევრები გაეცნენ.

გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს პროგრამა გორის მერიის ახალგაზრდული საქმეების განყოფილების ხელმძღვანელმა დიმიტრი გოგიაშვილმა წარუდგინა.

გორის მერიის ,,ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“ ორკომპონენტიანია და მოიცავს როგორც პროექტების თანადაფინანსებას, ასევე, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაუმეტეს 80% -ით დაფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტული პროექტის განხორციელებისათვის ასევე მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას დონორი ორგანიზაციებისაგან ან თვითონ იქნებიან დონორები. პიროვნულად ნიჭიერი ახალგაზრდების თანადაფინანსება კი განხორციელდება მიზნობრივად - ბენეფიციარის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, კონკურსებში, შემეცნებით ბანაკებში, ტურებში, სემინარებსა და ტრენინგებში, კონფერენციებსა და ფესტივალებში მონაწილეობისათვის როგორც საქართველოს, ასევე, საერთაშორისო მასშტაბით.

პროგრამა ორიენტირებულია მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალგაზრდებზე ან უნდა ხორციელდებოდეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ატარებდეს ახალგაზრდული პროგრამის ხასიათს. ორივე შემთხვევაში, პროექტები უნდა შეესაბამებოდეს ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას და თემატურად ითვალისწინებდეს გორის მუნიციპალიტეტის თემში რეგისტრირებული ახალგაზრდების ინტერესებს.

პროგრამის ბიუჯეტი 20 000 ლარია და მის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 3 წარმატებული ახალგაზრდა და 3 ახალგაზრდული პროექტი.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით