სიახლეები

სიახლეები

10 მაისი, 2018

გორის მერიის,,ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“

ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობის მიზნით გორის მერიამ მუნიციპალური პროგრამა შეიმუშავა.  

პროგრამის განხილვა დღეს, 10 მაისს, 14:00  საათზე, გორის უნივერსიტეტის 213 - ე აუდიტორიაში  "სტუდენტური იდეების კლუბის" მორიგი შეხვედრაზე გაიმართება. უნივერსიტეტის სტუდენტების მიწვევით პროგრამას წარადგენს გორის მერიის ახალგაზრდული საქმეების განყოფილების ხელმძღვანელი დიმიტრი გოგიაშვილი.

გორის მერიის ,,ახალგაზრდული პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“ ორკომპონენტიანია და მოიცავს როგორც პროექტების თანადაფინანსებას, ასევე, ნიჭიერი ახალგაზრდების ხელშეწყობას.

პროგრამის ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან არაუმეტეს 80% -ით დაფინანსდებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც კონკრეტული პროექტის განხორციელებისათვის ასევე მიიღებენ ფინანსურ მხარდაჭერას დონორი ორგანიზაციებისაგან ან თვითონ იქნებიან დონორები. პიროვნულად ნიჭიერი ახალგაზრდების თანადაფინანსება კი განხორციელდება მიზნობრივად - ბენეფიციარის საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში,  კონკურსებში,  შემეცნებით ბანაკებში, ტურებში, სემინარებსა და ტრენინგებში,  კონფერენციებსა და ფესტივალებში მონაწილეობისათვის როგორც საქართველოს, ასევე,  საერთაშორისო მასშტაბით.

პროგრამა ორიენტირებულია მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ახალგაზრდებზე ან უნდა ხორციელდებოდეს გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და ატარებდეს ახალგაზრდული პროგრამის ხასიათს. ორივე შემთხვევაში, პროექტები უნდა შეესაბამებოდეს ახალგაზრდული საქმიანობის განვითარებას და თემატურად  ითვალისწინებდეს  გორის მუნიციპალიტეტის თემში რეგისტრირებული ახალგაზრდების ინტერესებს.

პროგრამის ბიუჯეტი 20 000 ლარია და მის ფარგლებში უკვე დაფინანსდა 3 წარმატებული ახალგაზრდა  და 3 ახალგაზრდული პროექტი.

,,დღეისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თვითმმართველობის პროცესებში ახალგაზრდების ინტენსიური ჩართვა,  მათი როლის გაზრდა ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. სწორედ ამ მიზნით შევიმუშავეთ მუნიციპალური პროგრამა. პროგრამის  საბოლოო შედეგებს  კი ჩვენ ველოდებით ახალგაზრდების ინტელექტუალური განვითარებისა  და გარკვეულწილად ახალგაზრდებში კრიმინალის პრევენციას მიმართულებით“ - აცხადებს დიმიტრი გოგიაშვილი.

 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით