სიახლეები

სიახლეები

09 მაისი, 2018

გორში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი აღინიშნა

გორში ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი ტრადიციული ღონისძიებით აღინიშნა.

სამამულო ომის მონაწილეები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების  წარმომადგენლები ქალაქის  ცენტრში, საბრძოლო დიდების მუზეუმთან შეიკრიბნენ და წარსული კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ვეტერანებისთვის ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიება გამართა.ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ომში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ომის მონაწილეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს.


ღონისძიების დასრულების შემდეგ, გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით ვეტერანების პატივსაცემად სადილი გაიმართა. 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროგრამის ფარგლებში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები წლის განმავლობაში ორჯერ იღებენ ფულად დახმარებას 300 ლარის ოდენობით,  წლის მანძილზე ერთჯერადად და აღნიშნულ თარიღთან (9 მაისი) დაკავშირებით. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულმა 12 მეორე მსოფლიო ომის მონაწილემ აღნიშნული დახმარებებით უკვე ისარგებლა.



სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით