სიახლეები

სიახლეები

08 მაისი, 2018

,,ერეკლეს აბანოს" ახალი სიცოცხლე

ათწლეულების მანძილზე უფუნქციოდ დარჩენილმა ერეკლეს აბანომ  ახალი სიცოცხლე შეიძინა - ,,ევროპის დღეების“  ფარგლებში შენობის ახლადრეაბილიტირებულ  დარბაზში გორელი მხატვრის კახაბერ თოფჩიშვილის ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

კახაბერ თოფჩიშვილი თანამედროვე გორელი ილუსტრატორი, ფერმწერი და გრაფიკოსია. მისი ნამუშევრები  განთავსებულია საქართველოს ხელოვნების  მუზეუმში, ასევე, ზიმერლისა და ჰარვარდის მუზეუმების საგამოფენო სივრცეებში.  ხელოვნებათმცოდნეების შეფასებით, თოფჩიშვილის სტილი სრულიად განსხვავებული დ ა  განუმეორებელია. მხატვარი სისტემატურად მონაწილეობს გამოფენებში,  ავტორია სამეცნიერო ნაშრომისა - „ქართული ფერწერის თავისებურებანი“.

ღონისძიებას გორელ ხელოვანებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა კახაბერ თოფჩიშვილს გამოფენის, ხოლო შეკრებილ საზოგადოებას  - ახალი კულტურული და ტურისტული ობიექტის გახსნა მიულოცა და მისთვის ახლებური დატვირთვის  ერთობლივად მოფიქრება შესთავაზა.

ერეკლეს აბანო სპარსული სტილის ისტორიული ნაგებობაა, რომლის მშენებლობას მკვლევართა ნაწილი მე-17 საუკუნეს, ნაწილი კი მე-19 საუკუნეს უკავშირებს.    შენობის რესტავრაცია გორის მუნიციპალიტეტის მიერ 2017 წელს განხორციელდა.

გორის მერიაში იმედოვნებენ, რომ ერეკლეს აბანო უახლოეს მომავალში ქალაქის მნიშვნელოვან კულტურულ ან ტურისტულ ობიექტად იქცევა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით