სიახლეები

სიახლეები

08 მაისი, 2018

გორის მერია გარემოვაჭრეებს ალტერნატიულ ფართებს სთავაზობს

გორის მერიამ გარევაჭრობის წინააღმდეგ ღონისძიებების გატარება დაიწო. კეთილმოწყობის სააგენტოს წარმომადგენლებმა საპატრულო პოლიციის დახმარებით, გურამიშვილის ქუჩაზე უნებართვოდ განთავსებული კონსტრუქციები დაშალეს.

ამის შემდეგ დასუფთავდება და საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაიწმინდება ტერიტორია, რომელიც წლების განმავლობაში ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა, ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა და გადაადგილების პრობლემას ქმნიდა. მერიის ზადამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეები მოსალოდნელი ღონისძიებების გატარების შესახებ 30 აპრილს გააფრთხილეს.

მერიის ინიციატივით, ბაზრების მეპატრონეებთან მოლაპარაკების შედეგად, ქალაქში არსებული ბაზრების დაკავება მოვაჭრეებს გარკვეული საშეღავათო პირობებით შეუძლიათ.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით