სიახლეები

სიახლეები

07 მაისი, 2018

წელს გორის მუნიციპალიტეტში „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინანსებით 10,6 მილონი ლარის 16 პროექტი განხორციელდება

2018 წელს გორის მუნიციპალიტეტისთვის „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდან“ გამოყოფილი თანხა 16 ინფრასტრუქტურულ პროექტზე გადანაწილდა. საქართველოს მთავრობის 2018 წლის 3 მაისის №952 განკარგულების მიხედვით გორის მუნიციპალიტეტში აღნიშული ფონდიდან უკვე დაფინანსებულ 11 პროექტს კიდევ 5 დაემატა.

დამატებული ხუთივე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.

1) ქალაქ გორში გოგებაშვილის ქუჩის (კახნიაშვილის ქუჩის კვეთიდან 26 მაისის სანაპირომდე) მონაკვეთის, საკათედრო ტაძრის მიმდებარე მოედნის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა.

2) ქვემო ხვითის გზის ასფალტირება (რკინიგზის სადგურიდან სოფლის ცენტრამდე);

3) გორი-მეჯვრისხევის შიდასახელმწიფოებრივი გზიდან კვარხეთის ცენტრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია;

4) ხურვალეთის გზის ასფალტრება;

5) ქალაქ გორში მამარდაშვილისა და ჩოდრიშვილის ქუჩების სანიაღვრე არხების რეაბილიტაცია;

3 მაისამდე დაფინანსებული 11 - დან 10 ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად ხორციელდება, მათ შორის ერთი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულია ტენდერი. თექვსმეტივე ინფრასტრუქტურული პროექტი აღნიშნული ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. მათი ჯამური ღირებულების - 10 620 000 ლარს შეადგენს. თანხის 66% „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან“, ხოლო 34% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 3 619 998 ლარით განისაზღვრა. 

დაწვრილებითი დოკუმენტაცია იხილეთ მითითებულ ბმულზე:

 განკარგულება N952

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით