სიახლეები

სიახლეები

04 მაისი, 2018

გორში "ჯიპ-ტურის" და "მოლაშქრეთა კლუბის" პრეზენტაცია გაიმართა

გორის ცენტრალურ მოედანზე ,,ჯიპ - ტურისა“ და “მოლაშქრეთა კლუბის“ პრეზენტაცია გაიმართა. კულტურისა და ტურზმის ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ახალი ინიციატივის ფარგლებში, „მოლაქშქრეთა კლუბი“ და „ ჯიპ ტურის“ სერვისი ტურიზმის განვითრების სფეროში კიდევ ერთი გადადმული ნაბიჯია.

ახლადჩამოყალიბებული კლუბის მიზანია დაგეგმოს და ორგანიზება გაუწიოს სხვაფასხვა ფორმატის ლაშქრობებს, ექსკურისებს, შიდა და გასვლით ტურებს საქართველოს მასშტაბით. „სააგნტო აქტიურად მუშაობს იმისათვის, რომ ახალი ინიციატივებითა და პროექტებით ხელი შეუწყოს რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერასა და მათ ჩართულობას ტურიზმის მიმართულებით.

მსგავს პროექტებში გამოცდილების მიღების შემდეგ, ახალგაზრდები დამოუკიდებლად შელებენ ლაშქრობების , ექსკურსიების და ამ მიმათულებით სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა-განხორიელებას.“ - განაცხადა ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანემა რობერტ მაღლაკელიძემ . ჯიპ-ტურისა და მოლაშქრეთა კლუბის პრეზენტაცია “ ევროპის დღეების” ფარგლებში გაიმართა, პრეზენტაციას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომლები, ევრორეგიონული უნივერსიტეტის რექტორი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით